LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგალაინში ბავშვებისთვის საქველმოქმედო აქცია გაიმართება

312

სავაჭრო ცენტრ „მეგალაინში“(ავტო სადგომზე) 3-4 ივნისს საქველმოქმედო აქცია გაიმართება, რომელიც მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დახმარებას.

აქციაში მონაწილეობას მიიღებს ორგანიზაცია   „ბავშვი, ოჯახი , საზოგადოება“, რომლის უშუალო მოვალეობასაც წარმოადგენს  აღნიშნული კატეგორიის ბავშვებზე ზრუნვა.

აქციის ფარგლებში, ჩატარდება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საიდანაც შემოსული თანხის ნაწილიც სწორედ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება. აღსანიშნავია, რომ ხელოვანებმა, რომლებიც ხელნაკეთ ნივთებს ამზადებენ, თავად გამოთქვეს აქციაში მონაწილეობის სურვილი.

„მეგალაინი“ ღონისძიებაზე მოწვეულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პატარებს უსასყიდლოდ დაუთმობს მის ტერიტორიაზე მდებარე ბავშვთა გასართობ ცენტრს, რომელიც სულ ახლახან გაიხსნა. ამასთანავე გაიმართება საბავშვო კონცერტი, ბავშვებს გაართობენ ანიმატორები.

ცნობისთვის, აქციაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს რამდენიმე ქართული კომპანიის ხელმძღვანელებმა, რომლებიც ღონისძიებაზე ბავშვებს თავიანთ პროდუქციას გადასცემენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები