LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეფე კარლის კორონაციაზე ლაიონელ რიჩი და კეტი პერი იმღერებენ

347
პრინცი-ჩარლზი

ბუკინგემის სასახლის ადმინისტრაციამ უკვე დაასახელა იმ მუსიკოსთა სია, რომლების 7 მაისს, მეფე კარლის კორონაციაზე იმღერებენ. პირველები საპატიო სიაში მოხვდნენ American Idol-ის ჟიურის წევრები, ლაიონელ რიჩი და კეტი პერი. განცხადებაში ნათქვამია, რომ გამომსვლელებს შორის იქნება ლეგენდარული ანდრია ბოჩელიც. როგორც ბუკინგემის სასახლის წარმომადგენელი განმარტავს, კეტი პერი, რომლის ანგარიშზე 57 მილიონიანი ტირაჟით გაყიდული ალბომებია, სამეფო ოჯახთან დაახლოებული პირია.

რაც ეხება ლაიონელ რიჩის, რომელიც საქველმოქმედო ორგანიზაციის The Prince’s Trust ამბასადორია, ის აცხადებს, რომ მსგავსი ღონისძიება უპრეცედენტოა და ის ბედნიერია, რომ ამ დღეს იმღერებს.

ღონისძიებას 20 ათასზე მეტი სტუმარი დაესწრება.

მეგან მარკლი მეფე კარლის კორონაციას არ დაესწრება – მიზეზად პრინცი არჩის დაბადების დღე სახელდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები