გარეთ ბეილი უელსის წლის საუკეთესო ფეხბურთელად მე-6 დაასახელეს.
მადრიდის ”რეალის” 27 წლის ვინგერს ზედიზედ მეოთხედ მისცეს ეს ჯილდო და ბოლო შვიდ წელიწადში კი მეექვსედ.
”ეს დიდი პატივია ჩემთვის. ყველას დიდი მადლობა, ბიჭებს, პერსონალს, გულშემატკივრებს”, – დაწერა ბეილმა თავის ტვიტერზე.
საქართველოს ნაკრების მეტოქემ გასულ სეზონში ”რეალთან” ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო და უელსის ნაკრებთან ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალს უწია.