რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ეხმიანება პოლონეთში მომხდარ აფეთქებას, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც დიმიტრი მედვედევი აცხადებს, დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, მედვედევ ასევე აღნიშნავს, რომ ამით დასავლეთი მსოფლიო ომს უახლოვდება.
„პოლონურ ფერმაზე, სავარაუდოდ, უკრაინის „სარაკეტო იერიშის“ ფაქტი ადასტურებს ერთადერთ რამეს – რუსეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის წარმოებით დასავლეთი მსოფლიო ომს უახლოვდება“, – წერს დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში.
The incident with the Ukrainian-alleged “missile strike” on a Polish farm proves just one thing: waging a hybrid war against Russia, the West moves closer to the world war.
— Dmitry Medvedev (@MedvedevRussiaE) November 16, 2022
შეგახსენებთ, გუშინ უკრაინის საზღვართან, პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში აფეთქება მოხდა, რა დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა.
საზღვართან მომხდარი აფეთქება და ინფორმაციას მსხვერპლის შესახებ ოფიციალურად დაადასტურა პოლონეთმა. ქვეყნის საგარეო უწყებამ ასევე გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა რუსეთშია დამზადებული, თუმცა დაკონკრეტებული არ არის, საიდან იყო ის ნასროლი.
პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, აფეთქება ერთჯერადი ინციდენტი იყო და არ არსებობს მინიშნებები, რომ ეს კვლავ განმეორდება.
პოლონეთში მომხდარი ფაქტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცნობით აქ:
პოლონეთი საზღვართან მომხდარ აფეთქებას და 2 ადამიანის გარდაცვალებას ოფიციალურად ადასტურებს
“ლატვია სრულად დგას პოლონელი მეგობრების გვერდით და გმობს ამ დანაშაულს”: არტის პაბრიქსი
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო პოლონეთში რაკეტების ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
“რუსული სარაკეტო ტერორის ახალი ტალღა ცინიკური სილაა “დიდ ოცეულის” 19 წევრისთვის” – ზელენსკი
შარლ მიშელი: ჩვენ ვდგავართ პოლონეთის გვერდით
“სიტუაციას ვაკვირდებით…ვესაუბრე პრეზიდენტ ანჟეი დუდას” – იენს სტოლტენბერგი