LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედვედევი: კარგი შესაძლებლობაა აღდგეს, რიგი ინსტიტუტები, როგორიცაა სიკვდილით დასჯა

582
1336089

ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას, რუსეთის წევრობის შეჩერებასთან დაკავშირებით, რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ეხმაურება.

როგორც ის აღნიშნავს, ევროსაბჭოში წევრობის შეჩერება ახალ შესაძლებლობებს აჩენს, როგორიცაა სიკვდილით დასჯის აღდგენა.

“კარგი შესაძლებლობაა [ევროპის საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერების შემდეგ] აღდგეს მთელი რიგი მნიშვნელოვანი ინსტიტუტები ქვეყანაში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა სიკვდილით დასჯა განსაკუთრებით მძიმე დამნაშავეებისთვის, რომელიც, სხვათა შორის, აქტიურად გამოიყენება აშშ-სა და ჩინეთში”, – ამბობს მედვედევი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები