“ეს მაღალჩინოსანი სამუდამოდ უნდა შევიდეს იმ არსებათა სიაში, ვისაც ხელს არ ართმევენ,” – ასე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ჯოზეფ ბორელის სიტყვებს „ფაშისტური რუსეთის შესახებ“.
ამის შესახებ მედვედევი „ტელეგრამის“ პირად გვერდზე წერს.
„მე არ დავუბრუნდებოდი ევროკავშირის კომისრის ამ ამაზრზენ განცხადებას, მაგრამ იძულებული ვარ, სპეციალურად გავუსვა ხაზი, რომ ასეთი რამეების დავიწყება არავისთვის და არასდროს შეიძლება. ეს მაღალჩინოსანი სამუდამოდ უნდა შევიდეს იმ არსებათა სიაში, ვისაც ხელს არ ართმევენ”, – წერს მედვედევი.
ცნობისთვის, ბორელის ოფისმა გაავრცელა განცხადება, რომ ევროკომისრის ესპანურ ენაზე ნათქვამი ფრაზა ინგლისურად არასწორად ითარგმნა და შესაბამისად, მას „ფაშისტური რუსეთი“ არ უხსენებია.