LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედვედევი: ილონ მასკი ყოჩაღია, ოფიცრის რიგგარეშე წოდება ეკუთვნის

65
Untitled design (5)

„ტესლას“ დამფუძნებლის, ილონ მასკის განცხადებას, რომელშიც ის უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობის მიღწევის გზებზე საუბრობს, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ეხმიანება.

ზელენსკი: რომელი ილონ მასკი უფრო მოგწონთ, ის, რომელიც მხარს უკრაინას უჭერს თუ რუსეთს?

როგორც დიმიტრი მედვედევი წერს, მასკს სასწრაფოდ ეკუთვნის ახალი წოდება:

„მასკი ყოჩაღია. მას ოფიცრის რიგგარეშე წოდების მიკუთვნება ეკუთვნის, თუმცა, ნაადრევად გაიშიფრა. შემდეგი პოსტი იქნება რამე მსგავსი – „უკრაინა ხელოვნურად შექმნილი სახელმწიფოა”, – წერს მედვედევი „ტელეგრამში“.

შეგახსენებთ, მილიარდერმა მასკმა გუშინ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს:

„მშვიდობა უკრაინასა და რუსეთს შორის:

  • განმეორებითი არჩევნები ანექსირებულ რეგიონებში გაეროს ზედამხედველობით. რუსეთი გადის, თუკი ხალხის ნება იქნება.
  • ყირიმი ფორმალურად რუსეთის შემადგენლობაშია, როგორც ეს იყო 1783 წლიდან (ხრუშჩოვის შეცდომამდე).

„ყირიმის წყალმომარაგება უზრუნველყოფილია“, –  დაწერა მან.

ილონ მასკის ქონება ერთ დღეში $15 მილიარდით შემცირდა – არის თუ არა ამის მიზეზი მილიარდერის აზრი უკრაინის ომზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები