Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
მედვედევი: „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა კვლავ პოპულარულია და შესაძლებელია განხორციელდეს, თუ საფუძვლიანი მიზეზები იარსებებს“ – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედვედევი: „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა კვლავ პოპულარულია და შესაძლებელია განხორციელდეს, თუ საფუძვლიანი მიზეზები იარსებებს“

185
Untitled design

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთთან შეერთების იდეაზე საუბრობს.

მედვედევმა ამის შესახებ საქართველოს ნატოში გაწევრიანების თემაზე მოლაპარაკებების საკითხზე კომენტირებისას ისაუბრა და თქვა, რომ „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა კვლავ პოპულარულია და სრულიად შესაძლებელია, ის განხორციელდეს.“

ამასთან, მედვედევის განცხადებით, იდეა, შესაძლოა, იმ შემთხვევაში განხორციელდეს, „თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები იარსებებს“.

„ისევ საუბარია საქართველოს ნატოში შესაძლო გაწევრიანებაზე.. ჩვენ არ გვჭირდება 2008 წლის ისტორიის გამეორება.

ჩვენ მზად ვართ, მოვაგვაროთ პრობლემები მოლაპარაკებების მაგიდასთან გაეროს წესდების მიხედვით, მაგრამ თუ ჩვენი ეს შეშფოთება რეალურ სახეს მიიღებს, არ შევყოვნდებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა კვლავ პოპულარულია და ეს შესაძლებელია, განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები იარსებებს“, – აღნიშნავს მედვედევი.

მისივე თქმით, მოვლენების ასე განვითარება დასავლეთისთვის იქნება „კიდევ ერთი სამარცხვინო ფიასკო და გავლენის დაკარგვის კიდევ ერთი კატასტროფული სიმბოლო“.

„ისტორია სასტიკად სჯის ყველას, ვინც უგულებელყოფს მის გაკვეთილებს“, – თქვა მედვედევმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები