LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედიკამენტებს 1 ლარად გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებლებიც შეიძენენ

184
mamuka

პრემიერის გადაწყვეტილება და მედიკამენტები 1 ლარად ახლა უკვე გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობისთვის – საუბარია ქრონიკული დაავადებების სამკურნალო საშუალებებზე.

შესაბამისი ცვლილებები ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში უახლოეს დღეებში შევა. 

რომელ მედიკამენტებს შეიძენთ 1 ლარად - ნახეთ სია

როგორ უნდა მიიღოს მოსარგებლემ მედიკამენტი პროგრამის ფარგლებში?

პროგრამის შეღავათებით სარგებლობის საშუალება გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს შეეხება, განურჩევლად ასაკისა, სოციალური თუ ჯანმრთელობის სტატუსისა.

საუბარია 35 დასახელების მედიკამენტზე, რომლებიც განკუთვნილია გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის, მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, ეპილეფსიისა და პარკინსონის სამკურნალოდ.

იგივე შეღავათი ვრცელდება საქართველოს მოქალაქე სოციალურად დაუცველ, ასაკით პენსიონერ, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე და ომის ვეტერანებზე.

მედიკამენტების პროგრამით უკვე 90 000-ზე მეტი ადამიანი სარგებლობს, რომლებსაც წამლების 1 ლარად შეძენა შეუძლიათ.