რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი” და ქართული ავიაკომპანია Georgian Airways მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენების სიხშირეს ზრდიან. ინფორმაციას გამოცემა „ეხო-კავკაზა“ ავრცელებს, რომელიც „აზიმუტის” ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ კომპანია კვირაში შვიდი რეისის ნაცვლად 14 რეისს შეასრულებს.
„ამჟამად ფრენები ყოველ დილით სრულდება, ხოლო 5 ივლისიდან განრიგში გამოჩნდება საღამოს რეისიც“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
„ეხო-კავკაზას“ ინფორმაციით, „თბილისი-მოსკოვი-თბილისის“ მიმართულებით, კვირაში სამ რეისს დაამატებს Georgian Airways.
როგორც გამოცემა წერს, მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენების სიხშირე, საერთო ჯამში, კვირაში 24 რეისამდე გაიზრდება.