მთელი დღის განმავლობაში მედიის ყურადღება ჭყონდიდი ეპარქიაშ მიმდინარე მოვლენებისკენ იყო მიმართული.
დღის ბოლოს ჭყონდიდის ეპარქიამ განცხადება გაავრცელა.
მედიაში გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს მეუფე სტეფანემ თავის ქადაგებაში მიმართა მედიასაშუალებებს, რომ კითხვები დაუსვან წერილობით და ის წერილობით გასცემს პასუხებს, – ამის შესახებ ნათქვამია ჭყონდიდის ეპარქიის „ფეისბუქგვერდზე“ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მან არა ჟურნალისტებს, არამედ დაპირისპირებულ მხარეებს მიმართა.
ჭყონდიდის ეპარქიის ინფორმაციით, მეუფე სტეფანე 10 მაისს ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენციას გამართავს.
„სინამდვილეში მეუფე სტეფანემ მიმართა ამბოხებულებს, რომ რადგან ისინი არ აძლევენ მას პასუხების გაცემის საშუალებას ნორმალურ ვითარებაში (მუდმივად აწყვეტინებენ სიტყვას), ამიტომ ამიერიდან მათ შეეძლებათ მიმართონ მას კითხვებით მხოლოდ წერილობითი სახით და წერილობითვე მიიღებენ პასუხს, ხოლო რაც შეეხება მედია საშუალებებს, 10 მაისს, 14:00 საათზე, ჭყონდიდის მღვდელმთავრის რეზიდენციაში გაიმართება პრესკონფერენცია. რომელზეც მათ შესაძლებლობა ექნებათ, დასვან ნებისმიერი მათთვის საინტერესო კითხვა“,- აღნიშნულია ჭყონდიდის ეპარქიის განცხადებაში.
ამავე თემაზე:
ბიზნესმენ კლიმენტი კეკუტიას გამოჩენას ჭყონდიდის ეპარქიაში მორიგი დაპირისპირება მოჰყვა
არ მესმის, რას ნიშნავს სხვადასხვა მხარე – ვარლამ გოლეთიანი ჭყონდიდის ეპარქიაში ჩავიდა
ყველა პირი დაიკითხება – შსს-მ სალხინოს ტაძრის ეზოში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო