“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი, ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, შესაძლოა აპრილის ბოლოს გაიმართოს.
დავით ბერძენიშვილი იმედოვნებს, რომ მესამე რაუნდი წარმატებით დასრულდება.
“ჩვენ ჯერ კიდევ წინ გვაქვს მომდევნო რაუნდი, რომელიც იმედი მაქვს წარმატებული მედიაცია იქნება. ეს იქნება ალბათ აპრილის ბოლოსთვის. ეს ვარაუდი არ არის, ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია. ეს შვიდი ევროპარლამენტარი მხოლოდ შვიდი ევროპარლამენტარი არ არის, მათ თანამდებობებს გადავხედოთ. ესენი არიან საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ევრონესტის თავმჯდომარე, სამხრეთ კავკასიის დელეგაციის თავმჯდომარე, ესენი არიან საქართველოთი დაინტერესებული მთავარი სტრატეგიული მეგობრები”, – აცხადებს ბერძენიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის შუამავლობით მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა.
სამწუხაროდ, ჩვენს მიერ მომზადებული დოკუმენტი არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არ მიიღო: დანიელსონი
მედიატორი ასაჯაროვებს დოკუმენტს, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა
ჩაშლილი შეთანხმება – დანიელსონი ბრიუსელში ისევ ხელცარიელი წავიდა