3 აგვისტოს, შოვში მეწყერის ჩამოწოლას რუსეთის მოქალაქე ემსხვერპლა – ამის შესახებ ინფორმაციას მედიასაშუალება „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, რუსეთის მოქალაქის, ქსენია ტრიჩევას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მათ საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების განყოფილებაში დაუდასტურეს.
„მისი ცხედარი ერთ-ერთმა ახლო მეგობარმა პროზექტურაში ამოიცნო“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისათვის, რაჭაში, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ბოლო მონაცემებით, საძიებო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია 16 გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი. უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 210 ადამიანი. სტიქიის ეპიცენტრში დაკარგული ადამიანების ძებნა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.
ახლობლები შოვში სტიქიის დროს დაკარგულ ლევან რაზმაძეს ეძებენ
სტიქიის ზონაში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას წაიკითხავთ აქ – მეწყერი შოვში