LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედია: რუსული თვითმფრინავები, რომლებმაც შვედეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს, ბირთვული იარაღით იყვნენ აღჭურვილები

250
Untitled design

რუსული მოიერიშე თვითმფრინავები, რომლებმაც 2 მარტს შვედეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს, ბირთვული იარაღით იყვნენ შეიარაღებულნი.

ინფორმაციას შვედური მედია ავრცელებს და წერს, რომ ეს იყო მიზანმიმართული ქმედება, შვედეთის დაშინების მიზნით.

ოთხმა რუსულმა მოიერიშე თვითმფრინავმა შვედეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

შემთხვევა კუნძულ გოტლანდის მახლობლად მოხდა.

როგორც TV4 აცხადებს, თვითმფრინავები სწორედ 2 მარტს აფრინდა კალინინგრადის რუსული ავიაბაზიდან.

ოთხი თვითმფრინავიდან ორი “სუ 24”-ის ტიპის ბომბდამშენი იყო, რომელსაც თან ახლდა “სუ 27″-ის ტიპის ორი მოიერიშე. ორი ბომბდამშენი თვითმფრინავი აღჭურვილი იყო ბირთვული იარაღით. უკრაინაში კონფლიქტის გამო, შვედეთის საჰაერო ძალებმა გაზარდეს მზადყოფნა და მალევე შეამჩნიეს, რომ რუსი პილოტები გოტლანდისკენ მიემართებოდნენ”, – წერს მედია და აღნიშნავს, რომ შეიარაღებულ ძალებში კომენტარის გაკეთება არ სურთ.

“ცხადია, რომ ეს საჰაერო დარღვევა განზრახ უნდა მომხდარიყო. შეგნებულ ქმედებად ვაფასებთ, რაც ძალიან სერიოზულია, მით უმეტეს, რომ მეომარი ქვეყანა ხარ”, – აცხადებს საჰაერო ძალების ხელმძღვანელი კარლ-იოჰან ედსტრომი.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა ეს ნავიგაციის პრობლემით ყოფილიყო გამოწვეული, ედსტრომი აღნიშნავს, რომ ინციდენტი გააანალიზეს და გასაგებია, რომ არასწორ ნავიგაციას ვერ გამორიცხავენ, თუმცა ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ეს იყო მიზანმიმართული ქმედება.

“ეს არის სიგნალი შვედეთისთვის, რომ “ჩვენ გვაქვს ბირთვული იარაღი და შეგვიძლია, მათი გამოყენებაც განვიხილოთ”, – აღნიშნავს სამხედრო ექსპერტი სტეფან რინგი.

შეგახსენებთ, რუსული სამხედრო თვითმფრინავების მიერ შვედეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე ინფორმაცია შვედეთის თავდაცვის სამინისტრომ 3 მარტს გაავრცელა.

შვედეთის საჰაერო სივრცის დარღვევა დაახლოებით, ერთ წუთს გაგრძელდა.

“ყველა მეზობელს საფრთხე ემუქრება” – ზელენსკი შვედეთს აფრთხილებს, რომ რუსეთმა შესაძლოა, მათი კუნძულის გოტლანდის ოკუპაცია მოახდინოს

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები