ცოტა ხნის წინ რუსმა სამხედროებმა იერიში დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკზე მიიტანეს.
უკრაინული მედიის ცნობით, ჭურვი ქალაქის ცენტრში მდებარე კორპუსს მოხვდა.
“ტელეგრამში” ვრცელდება ვიდეოკადრებიც, გავრცელებული ცნობით დაიღუპა ერთი ადამიანი, დაშავებულების შესახებ კი ცნობები ზუსტდება.
“ამ დროისთვის ცნობილია, სულ მცირე, ერთი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის შესახებ. ხანძარი საცხოვრებელ მაღალსართულიან კორპუსებში გაჩნდა. ადგილზე მისული მაშველები ხანძრის ლიკვიდაციას ცდილობენ და მოსახლეობას დახმარებას უწევენ”, – აცხადებს დონეცკის პოლიციის უფროსი პაველ კირილენკო.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა სამხედროებმა კრამატორსკზე სარაკეტო იერიში დილითაც განახორციელეს. ჭურვები ქარხნებს მოხვდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში