პოლონეთში, ორი პირის დაჭრის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. პოლონური მედიის ინფორმაციით, დაკავებული 25 წლის არის.
ადგილობრივი მედიასაშუალებების ცნობითვე, ბრალდებულმა პოლონეთის ორი მოქალაქე ცივი იარაღით 16 ივლისს დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მისი დაკავება სამართალდამცველებმა ძებნის და ჩხრეკის შემდეგ შეძლეს:
„დააკავეს საქართველოს 25 წლის მოქალაქე, რომელმაც დანით დაჭრა პოლონელი, მოგვიანებით კი მან ასევე დაჭრა მეგობრის დასახმარებლად მისული კიდევ ერთი პოლონელი.
დაჭრილ მამაკაცებს სამედიცინო დახმარება დასჭირდათ და ისინი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. სასამართლომ ბრალდებულს 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა“, – წერს მედია.