დღეს დილით, აფეთქებები მოხდა უკრაინის დედაქალაქ კიევში. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის მერზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, რამდენიმე აფეთქება იყო კიევის ცენტრში, შევჩენკოს რაიონში.
„რამდენიმე აფეთქება მოხდა შევჩენკოვის რაიონში – დედაქალაქის ცენტრში. დეტალები მოგვიანებით“, – დაწერა კლიჩკომ „ტელეგრამზე“.
მისივე განცხადებით, ადგილისკენ მიემართებიან საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ჯგუფები. სხვა დეტალები ჯერჯრობით უცნობია.