LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედია: იტალიაში 49 წლის ქართველის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

198
Untitled design

იტალიის ქალაქ სალერნოში, 49 წლის ქართველის მკვლელობის ბრალდებით, ასევე საქართველოს მოქალაქე დააკავეს – ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

როგორც ადგილობრივი გამოცემები წერენ, შემთხვევა 2 მარტს მოხდა. გამოძიების თანახმად, ორ პირს შორის კამათი პირადი უთანხმოების შემდეგ წარმოიშვა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

„გამოძიების მიმდინარეობის დროს გამოჰკითხეს რამდენიმე თვითმხილველი, მათი თქმით, ბრალდებულმა მსხვერპლს სასტიკად სცემა. დაკავების ორდერი პროკურატურამ გასცა“, – წერს მედია.