LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედია: „ეფლმა“ რუსეთში პროდუქციის გაყიდვა შეაჩერა

79
ეფლი 34

კომპანია „ეფლმა“ რუსეთში თავისი პროდუქციის გაყიდვა შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახური ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, „ეფლის“ ოფიციალურ საიტზე რუსეთიდან პროდუქციის შეძენა ამჟამად შეუძლებელია. ამასთან, კომპანიას ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.

მედიის ინფორმაციით, რუსეთში ავტომობილების ექსპორტს წყვეტს გერმანული ავტომწარმოებელი BMW. კომპანიამ ასევე შეაჩერა კალინინგრადში თავისი საწარმოს მუშაობა.

„ჩვენ ვგმობთ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და ძლიერი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს მოვლენების განვითარებას“, – აღნიშნავენ კომპანიაში.

მედიის ცნობით, რუსეთში ავტომობილების მიწოდება შეაჩერეს სხვა მსხვილმა ავტომწარმოებლებმა, როგორებიცაა Audi, Volkswagen და Land Rover.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები