რუსული პროსახელისუფლებო მედიაგამოცემის РИА Новости-ს ინფორმაციით,რუსეთის „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი, ვლადიმერ ჟირინოვსკი მოსკოვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
„დიახ, ის ახლა საავადმყოფოშია“, – ამბობს წყარო რუსულ გამოცემასთან.
როგორც გამოცემა წერს, თავად საავადმყოფო უარს აცხადებს კომენტარის გაკეთებაზე.
მანამდე, „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ პრესსამსახურმა არ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია ჟირინოვსკის ჰოსპიტალიზაციის შესახებ.
ჟირინოვსკის პარტიაში აცხადებენ, რომ პოლიტიკოსი თავს კარგად გრძნობს და მუშაობას განაგრძობს.