LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედია: ჩრდილოეთ ოსეთში რუსეთის სხვა რეგიონებში რეგისტრირებული ავტომობილებით შესვლა აიკრძალა

87
სამაჩაბლო

ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლებამ რუსეთის სხვა რეგიონებში რეგისტრირებული ნომრიანი ავტომობილებით „რესპუბლიკაში“ შესვლა აკრძალა.

მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურმა სერგეი მენიაილომ გაძლიერებული მზაობის შემოღების შესახებ განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.

დადგენილების მიხედვით, შეზღუდვა არ ეხება საქართველოსა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში რეგისტრირებულ ავტომობილებს.

აღნიშნული განკარგულება ასევე ითვალისწინებს კვების, გათბობისა და დასვენების პუნქტების მოწყობას საქართველოს საზღვართან, მასობრივი თავშეყრის ადგილებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები