LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედია: ჩინეთში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის ყველა მგზავრი სავარაუდოდ, დაიღუპა

122
11

ჩინეთის სამხრეთ ნაწილში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად გადარჩენილების ძებნა გრძელდება

ჩინეთში კატასტროფა განიცადა თვითმფრინავმა, რომელშიც 133 მგზავრი იმყოფებოდა

თუმცა, მედიის ინფორმაციით, ვარაუდობენ, ყველა მგზავრი დაღუპულია.

ქვეყნის პრეზიდენტმა სი ძინპინმა კატასტროფის სრულმასშტაბიანი გამოძიების ბრძანება გასცა.

“დაღუპულთა რაოდენობა უცნობია და შიშობენ, რომ ვერცერთი მათგანი გადარჩა”, – წერს BBC.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ნაპოვნია თვითმფრინავის ნაწილები, ჩანთების, საფულეები და პირადობის მოწმობები.

შეგახსენებთ, China Eastern Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელზეც ბოლო ცნობით, 132 ადამიანი იმყოფებოდა, გუანქსის პროვინციაში ბორცვებს გუშინ შეეჯახა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები