LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედია: ბორის ჯონსონი აპირებს, სასწრაფოდ ეწვიოს კიევს

117
Untitled design

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, უკრაინის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრისთვის კიევში საგანგებო ვიზიტს განიხილავს.

ბორის ჯონსონის მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ ინფორმაციას “უნიანი” დასავლურ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე უსაფრთხოების სამსახურები განიხილავენ, რამდენად შესაძლებელია ასეთი მოგზაურობა.

Daily Mail-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთთან ომში უკრაინის მხარდაჭერის დემონსტრირებას სწორედ ასე აპირებს.

“უსაფრთხოების მოსაზრებების გარდა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე საინტერესოა, არის თუ არა დამატებით რაიმე საკითხი, რომლის მიღწევაც შესაძლებელია კიევში პირადად ჯონსონის სტუმრობით,  თუ ეს იქნება მხოლოდ სოლიდარობის გამოხატვა”, – წერს მედიასაშუალება.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში.