LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედია: ავტომობილის ძარცვისა და საწვავის მოპარვისთვის პოლონეთში 4 ქართველი დააკავეს

361
Untitled design (7)

სამართალდამცველებმა დევნის შემდეგ პოლონეთში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს. 

ადგილობრივი გამოცემების ცნობით, მამაკაცებმა ჯერ მგზავრთა მომსახურების ზონაში მდებარე სამარშრუტო ავტომობილის მინა ჩაამტვრიეს და ელექტრონული აღჭურვილობა მოიპარეს, შემდეგ კი ერთ-ერთ სადგურზე საწვავიც მოიპარეს და მიიმალნენ.

“ვარშავაში დევნის შემდეგ, სამართალდამცველებმა ორი დამნაშავე დააკავეს. მეორე დღეს კი პოლიციელებმა დანარჩენი ორი პირიც დააკავეს.

მამაკაცებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

შემთხვევა 13 ივლისს მოხდა. დამნაშავეებმა ავტომობილის ფანჯრის მინის ჩამტვრევის შემდეგ მოიპარეს ლეპტოპი დამტენით, აუდიოწიგნების წამკითხველი და ზურგჩანთა საბუთებით. შემთხვევის შესახებ ინფორმირებული პოლიციელები ადგილზე მივიდნენ, მათ დაზარალებულები გამოჰკითხეს და დაადგინეს, თუ რა მიმართულებით წავიდნენ დამნაშავეები და რა სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობდნენ ისინი”, – წერს პოლონური მედია.

გავრცელებული ინფორმაციით, ოთხივე დაკავებული 22-დან 36 წლამდე ასაკის ქართველია. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები