ბრედლი კუპერისა და ლეიდი გაგას საიდუმლო რომანზე გავრცელებული ჭორების შემდეგ, ჯერი ახალ ამბავზე მიდგა. დღეს მედია ამტკიცებს, რომ ლეიდი გაგა ისევ შეყვარებულია და მისი რჩეული ამჯერად 48 წლის მსახიობი ჯერემი რენერია.
რენერი ცნობილია ისეთი ფილმებით, როგორიცაა „ქარიშხლის მბრძანებელი“ და „შურისმაძიებლები“. რენერი ბავშვობიდანაა გატაცებული მუსიკით და რამდენიმე სიმღერა კინოფილმისთვისაც კი დაწერა.