რუსეთის 180-ზე მეტ მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა სურდა, ზემო ლარსის საგუშაგოზე სამობილიზაციო გაწვევის ცნობა გადაეცა.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ჩრდილოეთ ოსეთის სამხედრო კომისრის მოადგილეზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ზემო ლარსთან“ სამხედრო-სამობილიზაციო პუნქტი მოეწყობა – ჩრდილოეთ ოსეთის შსს
„გამოძახების ცნობა გადაეცათ იმ რუსებს, რომლებიც ნაწილობრივ მობილიზაციას ექვემდებარებოდნენ ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსეთ-საქართველოს საზღვართან. მოწვევა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან მიიღეს მოქალაქეებმა, რომლებიც რიგში დგანან საქართველოში გასამგზავრებლად“, – აღნიშნა აბრილ აბდულაევმა.
შეგახსენებთ, 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ. ამის შემდეგ ქვეყნის დატოვების მსურველთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა.
ხაბაროვსკის ოლქში მობილიზებულთა ნახევარი სახლებში დააბრუნეს, სამხედრო კომისარი კი დაითხოვეს
მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რიგებია ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან.
26 სექტემბერს ჩრდილოეთ ოსეთის შსს-ში განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში, საქართველოს საზღვართან, ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამობილიზაციო პუნქტი განთავსდებოდა.