LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედეა მეტრეველი: საყდრისის მსგავსად ვკარგავთ გელათს და მთელი ქვეყანა ფეხზე უნდა იდგეს

45
BeFunky-collage (34)

საყდრისის მსგავსად ვკარგავთ გელათს და მთელი ქვეყანა ფეხზე უნდა იდგეს, – აღნიშნულის შესახებ პარტია “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა მედეა მეტრეველმა განაცხადა.

მისივე თქმით, ტაძრის გარშემო არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა პარლამენტმა უნდა აიღოს.

“გელათში ღვთისმშობლის უნიკალური მოზაიკის ნაწილები ცვივა. წმინდა მარიამის თვალის ქვედა ფრაგმეტი ჩამოიშალა. რადგანაც კულტურის სამინისტრო ვერ ასრულებს მასზე ნაკისრ ვალდებულებებს და “გასამხედროებულ ობიექტად” აქცია ტაძარი და მთელი სარეაბილიტაციო პროცესი, საქართველოს პარლამენტმა უნდა აიღოს სრული პასუხისმგებლობა ტაძრის გარშემო არსებულ ვითარებაზე! უნდა გასაჯაროვდეს სამინისტროს მხრიდან საპატრიარქოს მიერ მოწვეული ექსპერტების უმძიმესი დასკვნა. გასაჯაროვდეს სარეაბილიტაციო სამუშაოების გეგმა. შეიქმნას კომპეტენტური სპეციალისტებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი წამყვანი საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით. პროცესი გახდეს საჯარო. გელათის ტაძარი არ არის კულტურის სამინისტროს საკუთრება. საყდრისის აფეთქების მსგავსად დღეს უკვე ვკარგავთ გელათს და მთელი ქვეყანა ფეხზე უნდა იდგეს ახლა”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პარტია “ლელო” ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები