LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედეა ლორთქიფანიძე 85 წლის ხდება: „ჩემი მანანა ისე მენატრება, მზად ვარ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშეც ვითამაშო…“

1441
მედეა ლორთქიფანიძე

მსახიობი მედეა ლორთქიფანიძე ჟურნალ „გზას“ ასაკის შესახებ ესაუბრება, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა, საერთოდ ვერ გრძნობს:

„პირველ თებერვალს ვარ დაბადებული, რამდენიმე დღეში 85 წლის ვხდები, მაგრამ გული ისევ ახალგაზრდული მაქვს. ჩემს ასაკს ვერ ვგრძნობ და ვცდილობ, სულ კარგ ხასიათზე ვიყო. როცა ვხედავ, ვინმე ცუდ გუნებაზეა, იმდენს ვიხუმრებ და ისეთ ამბებს მოვიყვები, მდგომარეობიდან გამოვიყვან – ისეთი ხასიათი მაქვს.

ახალ წელს რას ვინატრებ? ალბათ, იმას, რომ „ჩემი ცოლის დაქალები“ გაგრძელდეს, ჩემი მანანა ისე მენატრება, მზად ვარ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშეც ვითამაშო…“

ვიდეო: ნინო ჩხეიძის სიმღერაზე თიკა ფაცაცია, მედეა ლორთქიფანიძე და მერაბ სეფაშვილი აცეკვდნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები