LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედეა ამირანაშვილს ვარსკვლავი გაუხსნეს

196

კულტურის პალატის ინიციატივით, ქართული საოპერო სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენლის და სახალხო არტისტის მედეა ამირანაშვილის ვარსკვლავი ოპერის წინ საზეიმოდ გაიხსნა.

88 წლის სოპრანოს ვარსკვლავი კულტურის პალატის დაფინანსებით და მხარდაჭერით დამზადდა. ეს არის რიგით მე-4 ვარსკვლავი ოპერისა და ბალეტის წინ ნოდარ ანდღულაძის, პაატა ბურჭულაძისა და ცისანა ტატიშვილის ვარსკვლავების შემდეგ. ღონისძიება თეატრის გახსნის საზეიმო კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.

დღესვე “აბესალომ და ეთერის” საპრემიერო ჩვენება მოეწყო, რომელიც მედეა ამირანაშვილს მიეძღვნ. ჩვენებას პრეზიდენტი დაესწრო.
მედეა ამირანაშვილმა 1954 წელს დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. იმავე წელს შედგა მისი დებიუტი ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე, რის შემდეგ იყო ამ თეატრის წამყვანი სოლისტი და ასრულებდა სოპრანოს მთავარ პარტიებს: მარო, ეთერი და მარეხი (ფალიაშვილის “დაისი” და “აბესალომ და ეთერი”), მზია (თაქთაქიშვილის “მინდია”), ლელა (ლაღიძის “ლელა”), ტატიანა (ჩაიკოვსკის “ევგენი ონეგინი”), ზემფირა (რახმანინოვის “ალეკო”), ბატერფლაი (საერთაშორისო პრემია, ტოკიო, 1970).
მედეა ამირანაშვილი საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, თბილისის კონსერვატორიის პროფესორი, აკადემიკოსი, ღირსების ორდენის კავალერი და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები