LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედალფა მახინჯაურში ამბულატორიულ ცენტრს ხსნის

565

22 ნოემბერს 13:00სთ–ზე  ”ავერსის” შვილობილი კომპანია ,,მედალფა” მახინჯაურში ამბულატორიულ ცენტრს ხსნის (მახინჯაური, თამარ მეფის გამზ. მე–3 შესახვევი #17).

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, „მედალფას“ მახინჯაურის ამბულატორიული ცენტრი წარმოადგენს თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი აპარატურით აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც უზრუნველყოფილია სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხი და კომფორტული გარემო.

მათივე ცნობით, ,,მედალფას’’ მახინჯაურის ამბულატორიულ კლინიკაში დაგეგმილია ბავშვთა რეაბილიტაცის მოწყობა და აუტიზმით დაავადებული ბავშვების მკურნალობა. ამასთან, იგეგმება  მონაწილეობის მიღება ბათუმის ადგილობრივი მთავრობის მიერ ორგანიზებულ სამედიცინო პროგრამებში.

ღონისძიებას დაესწრებიან:

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე –ზურაბ პატარაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი- ზაალ მიქელაძე, ქალაქ ბათუმის მერი – ლაშა კომახიძე, ,,მედალფას“  დამფუძნებელი–პაატა კურტანიძე და ,,მედალფას“ გენერალური დირექტორი–გიორგი ამბროლიანი.

შეგახსენებთ, ჰოსპიტალური ქსელი ,,მედალფა“ დაარსდა 2011 წლის 23 აგვისტოს. ქსელი ამჟამად აერთიანებს ოთხ მრავალპროფილურ საავადმყოფოს და ორ პოლიკლინიკას: ოზურგეთის სამედიცინო ცენტრი, ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრი, ლანჩხუთის სამედიცინო ცენტი, კასპის სამედიცინო ცენტრი და თბილისის კლინიკა. ამ ჩამონათვალს უკვე დაემატება მახინჯაურის ამბულატორიული ცენტრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები