LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეცოდებიან, მეგონა უფრო ზიზღის დამოკიდებულება მექნებოდა, მაგრამ არ მაქვს“ – ნიკა კვარაცხელიას დედამ ბრალდებულებს მიმართა

315
BeFunky-collage (19)

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის სასამართლო განხილვა დასრულებულია. მოსამართლე სათათბიროდ გავიდა. განაჩენი პარასკევს, დილის 11 საათზე გამოცხადდება. ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე განაჩენი პარასკევს, 11:00 საათზე გამოცხადდება.

დღევანდელ დასკვნით სხდომაზე ბრალდებულებს სიტყვით მიმართა კვარაცხელიას დედამ და მათ დამკვეთების დასახელებისგან მოუწოდა.

ნიკო კვარაცხელიას დედა: “ეს იყო საუკუნის მკვლელობა, საუკეთესო ახალგაზრდა მოუკლეს ქვეყანას, ორივე არის მკვლელი, მკვლელობა ერთობლივად დაგეგმეს, მათ ჰყავთ დამკვეთები…”

„აბსურდის თეატრი. მე შემეცოდნენ ახალგაზრდები, ისინი მონურ მდგომარეობაში არიან. მეცოდებით ძალიან, მე მეგონა უფრო ზიზღის დამოკიდებულება მექნებოდა, მაგრამ არ მაქვს. მეცოდებიან, პატივცემულო მოსამართლე, ეს ორი ახალგაზრდა და მათი თანამზრახველები, ისინი უნდა ვიხსნათ მონობისგან, ისინი არიან დამკვეთების მონები. მე მყავდა წარმატებული შვილი, ნიკოს ჰქონდა ინოვაციური პროექტი და ზუსტად ესროლეს ამ პროექტს“, – განაცხადა იზა ომაძემ.

ცნობისთვის, 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელია ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს. აღნიშნულ საქმეზე თითქმის, ერთთვიანი ძებნის შემდეგ, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. მათ ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან. დანაშაულს მხოლოდ აკო ჭელიძე აღიარებს.

შეგახსენებთ, რომ ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები