LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეცნიერთა დასაქმების პაკეტი მივიღე.. მომდევნო 5 წლის განმავლობაში სიეტლში კვლევაზე ვიმუშავებ“ – ახალგაზრდა თანამედროვე ხელოვნების მკვლევარმა, ნიკა ნადირაშვილმა შტატებში 400,000.00$-მდე დაფინანსება მიიღო

620
ნიკა ნადირაშვილი

თანამედროვე ხელოვნების მკვლევარი, ნიკა ნადირაშვილი სოციალურ ქსელში საკუთარი წარმატებისა და შტატებში მიღებულ დაფინანსების თაობაზე საზოგადოებას ინფორმაციას უზიარებს. 

როგორც იგი facebook „პოსტში“ აღნიშნავს, ამჟამად ვაშინგტონის უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, „ტოპ მეცნიერთა დასაქმების პაკეტი“ მიიღო, ხოლო განათლებისთვის, კვლევისა და სხვა ხარჯებისთვის საჭირო დაფინანსებას, რომელიც საკმაოდ სოლიდურ თანხებს მოიცავს, სრულად შეერთებული შტატები დაფარავს:

„ახლა გეტყვით, რა მინდა ამერიკაში.

ბევრი თვის წინ, მივიღე ი-მეილი, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა. ისე გამოვიდა, რომ ვაშინგტონის უნივერსიტეტმა ჩემში, როგორც ხელოვნებათმცოდნეში, პოტენციალი დაინახა, მიმიღო სადოქტორო პროგრამაზე, გამინულა სწავლის გადასახადი, უზრუნველმყოფს საცხოვრებელი ხარჯით, დაზღვევით და ა.შ.

მოკლედ, ავიღე 5 წლიანი Top Scholar Recruitment Package. საერთო ჯამში, ა.შ.შ.- დაახლოებით 400,000.00$-ს დამახარჯავს. შესაბამისად, მინიმუმ მომდევნო 5 წლის განმავლობაში სიეტლში ვიმუშავებ კვლევაზე, რომელსაც უკვე ბევრი წელი ვეჭიდები…

თეზისის სამუშაო სათაურია: Iconology of Sacred: Shifting Political Value of Religious-themed contemporary visual art in Georgia.

კვლევის პროცესების შესახებ ეტაპობრივად „დაგააფდეითებთ“ ხოლმე; თუმცა, უშუალოდ კვლევას მესამე წლიდან დავიწყებ. მანამდე კი, სხვადასხვა გემრიელ საგანს გავივლი და პროფესორებს გავუწევ ასისტირებას.

ამ პაკეტის მიღება მოულოდნელი იყო, რამდენადაც რაიმე ტიპის პროგრამით არ ამიღია დაფინანსება… არც ფაკულტეტზე ვიცნობდი ვინმეს. უბრალოდ ავიღე, შევიტანე საბუთები და გამოვიდა.

ვფიქრობ, გარდა თემის დროულობისა, 3 რამეა, რის გამოც ვარ იქ და ვარ ისეთი, როგორიც ვარ:

1. საქართველოში არასდროს დამიხარჯავს დრო და ენერგია, რომ კომფორტის ზონა შემექმნა… არასდროს ვცდილობდი ეკონომიკური (ან გაურკვეველი საფუძვლით შექმნილი სიმბოლური) კაპიტალის მქონე ხალხთან ურთიერთობის დამყარება-გამყარებას.

ძირითადად ვურთიერთობდი ხალხთან, რომლებიც რეალობას უყურებდნენ თვალებში და ამბიციაც ჯანსაღ შედეგობრიობაზე ჰქონდათ. ვინც ასეთი არ იყო, გავურბოდი.

2. ვიყავი პოლიტიკურად უკომპრომისო. ბევრჯერ მიფიქრია, რომ ცოტაოდენი დიპლომატიურობა არ მაწყენდა. მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც ყოველთვის ერთ სკამზე ჯდომას ვამჯობინებდი… ხოლო მას, ვინც ორ და მეტ სკამს ეპოტინებოდა, ვაკრიტიკებდი.

არ ვიცი ჩემს რჩევას რამდენად გაითვალისწინებთ ახალგაზრდები, მაგრამ მაინც ვიტყვი: არასდროს დაუჯეროთ ადამიანს, რომელიც გეუბნებათ, რომ არც მწვადი უნდა დაწვათ და არც შამფური: ასეთი ადამიანები საკუთარსავე „ლუზერული“ სისტემისთვის და კომფორტის ზონისთვის გწირავენ.

3. სულ მჯეროდა რენდის ამ ფრაზის: The world you desired can be won, it exists, it is real, it is possible, it’s yours.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც პირდაპირ ან, უნაბელიედ განმავითარა… განსაკუთრებულად კი, UW-ს აპლიკაციაში ჩემს რეკომენდატორებს: Nino Chogo Tchogoshvili, Khatuna Khabuliani, Rusudan Gotsiridze (#malkhazsongulashvili).

მადლობა ჩემს დიდ ოჯახს, საქართველოშიც და აქაც, რომ ამ ტრანზაციის ეტაპს ძალიან ხავერდოვნად გავდივარ, ისე, რომ მანჰეტენის „მიწასაც არ ვადგამ ფეხს.“

ჩემი დიპლომის მიძღვნა ასეთი იქნება:
Dedicated to Lazare Grigoriadis

ამ პოსტს კი, ნიუ იორკის საჯარო ბიბლიოთეკაში ვწერ“. – წერს ნიკა ნადირაშვილი.