ნორვეგიელმა ლინგვისტებმა მსოფლიოში ყველაზე არაორდინალური ენები გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ შესასწავლად ყველაზე რთული – პირაჰანი, ანუ ამაზონის ჯუნგლების მაცხოვრებლების ენაა.
ამის დასამტკიცებლად ექსპერტებმა ამერიკელი სწავლულის დენიელ ევერეტის კვლევა აიღეს. მეცნიერი ბრაზილიელ აბორიგენებთან წლების განმავლობაში ცხოვრობდა და მათი ენის შესწავლასაც მთელი გულით ცდილობდა.
უძველესი ტომის წარმომადგენლები ერთმანეთთან საუბრისას სტვენით ბგერებს იყენებენ და სიტყვების განსხვავება თითქმის შეუძლებელია. გარდა ამისა, თითოეული სიტყვის მნიშვნელობა ბგერის ტონალობითა და მელოდიურობით იცვლება, რაც ენას კიდევ უფრო რთულად აღსაქმელს ხდის.