LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეცნიერებმა შექმნეს პირბადე, რომელიც Covid 19-თან კონტაქტის დროს ბრწყინავს

142
Capture

იაპონიაში, კიოტოს პრეფექტურის უნივერსიტეტში შექმნეს ინოვაციური პირბადე, რომელიც კორონავირუსის ინფექციასთან კონტაქტის დროს ბრწყინავს.

გამოცემა Japan Times-ის ინფორმაციით, სირაქლემას კვერცხიდან აღებული ანტისხეულებისა და ფლუორესცენტული საღებავის გამოყენებით, ნიღაბი მფლობელს საშუალებას აძლევს ვირუსი მარტივად ამოიცნოს. მეცნიერთა გუნდს დიდი იმედი აქვს, რომ პროექტი მთავრობის მოწონებას დაიმსახურებს და 2022 წლიდან მანათობელი ნიღბების სერიული წარმოებაც დაიწყება.

Covid-19-ის აღმოჩენის მთავარი საიდუმლო სირაქლემას კვერცხია, რამეთუ სირაქლემა რამდენიმე სახეობის ანტისხეულს აწარმოებს და სხეულში უცხო სხეულის მოხვედრას ანეიტრალებს. იაპონელმა სპეციალისტებმა ეს ფაქტი კარგად იცოდნენ და უჩვეულო ფილტრის შექმნის იდეაც ამის შემდეგ გაჩნდა. მათი ჩანაფიქრი ძალიან მარტივია, ნიღბის პატრონს თავიდანვე ეცოდინება, რომ დაინფიცირდა და დროს არ დაკარგავს, არც სხვებს შეუქმნის საფრთხეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები