ბრიტანელმა სპეციალისტებმა მეცნიერულად დაასაბუთეს დილის ცუდი განწყობის მიზეზი. როგორც აღმოჩნდა, ჩვენი განწყობა იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელ მხარეს გვიყვარს ძილი. შესაბამისი დასკვნის გამოტანამდე, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერებმა დიდი რაოდენობით რესპონდენტი გამოკითხეს და აღმოაჩინეს, რომ ადამიანები, რომლებიც მარცხენა მხარეს არიან ძილს შეჩვეული, დილას კარგ განწყობაზე იღვიძებენ და მთელი დღით ინარჩუნებენ მხნეობას. ისინი კი, ვისაც მარჯვენა მხარეს უყვარს ძილი, ცუდი განწყობით იღვიძებენ, მთელი დღე უხასიათოდ და დათრგუნულები არიან.