LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რატომ არის ადვილი ზამთარში წონის მომატება

271

ამერიკელმა მედიკოსებმა შეისწავლეს ათასობით მოხალისე და გაარკვიეს, რომ ზედმეტი წონის მიზეზი ტვინის ქიმიის ცვლილებაა.

აღმოჩნდა, რომ შემოდგომის და ზამთრის დღეებში ადამიანები უფრო მეტ კალორიებს იღებენ, რაც ტვინის სეზონური ცვლილების ბრალია.

ტემპერატურის ვარდნასთან ერთად ტვინში სეროტონინის გამოყოფა მცირდება, რის გამოც ორგანიზმს მეტი ნახშირწყლების მიღების მოთხოვნილება უჩნდება.

ასევე, ამ პერიოდს უამრავი დღესასწაულიც ემთხვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები ზედმეტად ცხიმიან და მეტი შაქრის შემცველ საკვებს იღებენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები