LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეცნიერებმა ავტომობილისა და მზის დახმარებით კორონავირუსი დაამარცხეს

70
sincautcvd

ავტომობილის სალონის დეზინფექციისთვის უამრავი ხერხი არსებობს. მაგალითად სპირტის შემცველი საშუალებები, სანიტაიზერები. თუმცა, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მზის ქვეშ დაპარკინგებას ამ პრობლემის მარტივად მოგვარება შეუძლია.

ზედმეტად გაცხელებული სალონი მგზავრებისთვის არც თუ ისე კომფორტულია, თუმცა აღმოჩნდა რომ მაღალ ტემპერატურას მთელი რიგი ბაქტერიების, მათ შორის COVID–19–ის განადგურებაც კი შეუძლია.

ბოლოს ჩატარებული კვლევების მიხედვით, ახალი ტიპის კორონავირუსის სიცოცხლისუნარიანობა 20 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაში – ორ კვირას უდრის. ხოლო, ტემპერატურის 35 გრადუსამდე ზრდის შემთხვევაში – ვირუსი 2 საათში კვდება. თუკი ავტომობილის სალონი 55 გრადუსამდე გაცხელდება, კოვიდი მაქსიმუმ 20 წუთი იარსებებს. 70 გრადუსამდე გაცხელების შემთხვევაში კი მიკროორგანიზმის სიცოცხლის ხანგრძლივობა 5 წუთს არ გადააჭარბებს.

მაშინ როცა ქუჩაში ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსია, მზის სხივებს ავტომობილის სალონის 65 გრადუსამდე გასაცხელებლად ზუსტად ერთი საათი სჭირდება. თუმცა, ეს მაშინ როცა საუბარი შავი ფერის მანქანაზეა, თეთრის ფერის ავტომობილი კი მხოლოდ 45 გრადუსამდე გაცხელდება. ასე რომ ეს დრო სრულებით საკმარისი იქნება იმისთვის, რომ სალონი და შიგნით განთავსებული ნივთები ინფექციისგან გაიწმინდოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები