სულ მალე შეიქმნება აბები ზარმაცებისთვის და „ვარჯიში“ ფიზიკური დატვირთვის გარეშე გახდება შესაძლებელი.
უჩვეულო იდეა ავსტრალიის ეროვნულ უნივერსიტეტში გაუჩნდათ. მეცნიერებმა აღმოაჩინეს მოლეკულური სიგნალი, რომელიც ვარჯიშის შემდეგ ტვინს ეგზავნება. ეს პროცესი ე.წ. ლიპიდური ნაწილაკების მეშვეობით ხდება და სპეციალურ ვიტამინებს სწორედ ამ ნაწილაკების გამოყენებით შექმნიან.
მკვლევართა ჯგუფი დარწმუნებულია, რომ ეს აბები დიდი შვება იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც ვარჯიში ამ თუ იმ მიზეზის გამო არ შეუძლია. განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც ნევროლოგიური დაავადებები აწუხებს და ვარჯიშს ფიზიკური მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს.