თქვენც ასე გგონიათ, რომ რაც მეტ დროს უთმობთ სამსახურს, მით მეტ დავალებას ასრულებთ? თუ ასეა, ცდებით.
სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მუშაობს კვირაში 50, 60 და 70 საათსაც კი, მათთვის სამუშაო ოთახები საკუთარ მეორე სახლად იქცა.
რამდენიმე ექსპერიმენტმა, რომელიც ფსიქოლოგმა ანდერს ერიქსონმა ჩაატარა, აჩვენა, რომ ადამიანები პროდუქტიულები არიან დღეში 4-5 საათის მუშაობის შემთხვევაში. ამ დროის შემდეგ კი გადაღლილობა მატულობს და პროდუქტიულობის მაჩვენებელიც ეცემა.
მენეჯერებმა, რომლებმაც სამუშაო კვირა შეამცირეს, შედეგად უფრო ხარისხიანად შესრულებული სამუშაო მიიღეს.
კომპანია Treehouse-ის ხელმძღვანელმა რაიან კარსონმა სამუშაო კვირა 32 საათამდე შეამცირა 2006 წელს. მას შემდეგ,კომპანიაში დასაქმებულები უფრო ბედნიერები და პროდუქტიულები არიან.
კარსონის თქმით, კომპანია დღეს ძალიან წარმატებულია, წლიური შემოსავალი მილიონობით დოლარით განისაზღვრება და აქ დასაქმებულები ყოველ დღე ბედნიერები იწყებენ სამუშაო დღეს.
ანალოგიური ისტორია აქვს ვებ დეველოპერულ კომპანიას Reusser Design. აქ კვირაში 4 დღეს მუშაობენ. დამფუძნებელი ნეიტ რუსო ამბობს, რომ პარასკევსაც მუშაობის შემთხვევაში შედეგი მოცემულზე მაღალი არ იქნებოდა.