LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეცნიერები ახალი ვერსიის საშიშროებაზე მსჯელობენ – რა ვიცით Covid 19-ის მძიმედ მუტაციურ, სამხრეთ აფრიკული შტამის შესახებ

307
კოვიდის ახალი შტამი

მეცნიერები უახლეს, აქამდე აღმოჩენილ ყველაზე მძიმე მუტაციებს შორის Covid 19-ის ახალ მუტაციურ ვერსიაზე მსჯელობენ. როგორც საერთაშორისო მედია წერს, სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილ B.1.1.529 ახალ ვარიანტს მუტაციების საკმაოდ გრძელი სია აქვს. ერთ-ერთმა მეცნიერმა კოვიდის ახალი მუტაციური ვარიანტი აღწერა, როგორც „საშინელი“, ხოლო სხვა შემთხვევაში თქვეს, რომ ეს იყო ყველაზე ცუდი ვარიანტი, რაც მათ ამ დრომდე უნახავთ.

 

Covid 19-ის ახალი მუტაცია – B.1.1.529 

 

როგორც მეცნიერები ფიქრობენ, ჯერ კიდევ ნაადრევია იმაზე საუბარი დადასტურებულია თუ არა მსოფლიო მასშტაბით ახალი შტამის შემთხვევები, თუმცა იმას კი ამბობენ, რომ ამ ეტაპზე, ახალი შტამი ძირითადად კონცენტრირებულია სამხრეთ აფრიკის ერთ პროვინციაში, თუმცა არის ვარაუდი და მინიშნება იმისა, რომ შეიძლება უფრო გავრცელდეს და დიდი მასშტაბები შეიძინოს.

სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი ვირუსის ახალი შტამი ისრაელშიც გამოვლინდა

 

რამდენად გავრცელებადია ახალი შტამი და რა ვიცით მის შესახებ

 

მეცნიერების ვარაუდით, ახალი შტამის პირობებში, ჩნდება კითხვები იმის შესახებ, თუ რამდენად სწრაფად ვრცელდება ახალი ვარიანტი, აქვს თუ არა მას უნარი გარკვეული დაცვისა ვაქცინებით და რა უნდა გაკეთდეს მის შესაკავებლად.

როგორც მედიკოსები ამბობენ, არსებობს ბევრი ვარაუდი, მაგრამ ძალიან ცოტა მკაფიო პასუხი. გასულ კვირას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალ ვარიანტს – B.1.1.529 ბერძნული კოდური სახელი (როგორც ალფა და დელტა ვარიანტები) მიანიჭა.

როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ახალი ვარიანტი წარმოუდგენლად ძლიერ მუტაციას განიცდის. პროფესორმა ტულიო დე ოლივეირამ, სამხრეთ აფრიკის ეპიდემიებზე რეაგირებისა და ინოვაციების ცენტრის დირექტორმა, ახალ ვარიანტზე საუბრისას განაცხადა, რომ არსებობს „მუტაციების უჩვეულო თანავარსკვლავედი“ და რომ ის ძალიან განსხვავდება სხვა ვარიანტებისგან, რომელიც აქამდე გავრცელებულა.

„ამ ვარიანტმა გაგვაკვირვა, რომ მას აქვს დიდი ნახტომი ევოლუციაზე და კიდევ ბევრ მუტაციაზე, რასაც ველოდით,“ – თქვა მან.

კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო სხდომა მოიწვია

 

მეცნიერების ვარაუდები

 

მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე პროფესორმა დე ოლივეირამ ასევე თქვა, რომ ამ დრომდე, მთლიანობაში გამოკვლეული 50 მუტაცია იყო და 30-ზე მეტი სპაიკ ცილაზე, რომელიც ვაქცინების უმეტესობის სამიზნე გასაღებია და რომელსაც ვირუსი ჩვენი სხეულის უჯრედების კარიბჭის გასახსნელად იყენებს.

რეცეპტორების დამაკავშირებელი დომენის (ეს არის ვირუსის ის ნაწილი, რომელიც პირველ კონტაქტს აკავშირებს ჩვენი სხეულის უჯრედებთან), აქვს 10 მუტაცია, ვიდრე მხოლოდ ორ „დელტა“ ვარიანტს, რომელმაც მსოფლიო მოიცვა.

სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტი, შესაძლოა, უფრო გადამდები იყოს, ვიდრე „დელტა“: გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრი

 

მუტაციის სავარაუდო საწყისი

 

მუტაციის ეს დონე, რომელზეც მეცნიერები ჯერ კიდევ მსჯელობენ, მათი მოსაზრებით, სავარაუდოდ, მოდის ერთი პაციენტისგან, რომელმაც ვირუსის დამარცხება ვერ შეძლო.

მედიკოსების მოსაზრებით, ბევრი მუტაცია ავტომატურად არ ნიშნავს ცუდს, არამედ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რას აკეთებენ ეს მუტაციები სინამდვილეში.

თუმცა მათივე თქმით, შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ეს ვირუსი ახლა რადიკალურად განსხვავდება ორიგინალისგან, რომელიც ჩინეთში, კერძოდ, ვუჰანში გაჩნდა. მედიკოსების თქმით, ეს ნიშნავს, რომ ვაქცინები, რომლებიც შექმნილია ორიგინალური შტამის გამოყენებით, შეიძლება არ იყოს ისეთი ეფექტური კონკრეტულად ამ შტამის შემთხვევაში.

პროფესორმა რიჩარდ ლესელსმა, სამხრეთ აფრიკის კვაზულუ-ნატალის უნივერსიტეტიდან, თქვა: „შტამები გვაფიქრებინებენ, რომ ამ ვირუსს შეიძლება ჰქონდეს გაძლიერებული გადაცემა, გაძლიერებული უნარი გავრცელდეს ადამიანიდან ადამიანზე, მაგრამ ასევე შეუძლია სისტემამ იმუნიტეტის ნაწილები გადალახოს.

ბევრი მაგალითი იყო ვარიანტებისა, რომლებიც საშინელი ჩანდა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. წლის დასაწყისში „ბეტა“ ვარიანტი იყო ხალხის საზრუნავი, რადგან ის საუკეთესო იყო იმუნური სისტემისგან თავის დაღწევაში, თუმცა საბოლოოდ, ეს იყო უფრო სწრაფად გავრცელებული „დელტა“ ვარიანტი, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო.“

პროფესორმა რავი გუპტამ, კემბრიჯის უნივერსიტეტიდან კი აღნიშნა, რომ„ბეტა“ იყო იმუნური გაქცევა და სხვა არაფერი, ხოლო „დელტას“ ჰქონდა ინფექციურობა და მოკრძალებული იმუნური გაქცევა, ამას (ახალ ვარიანტს) კი პოტენციურად ორივე მაღალი ხარისხით აქვს.“

კოვიდის ახალი შტამის გამო, ევროკომისია ევროკავშირს აფრიკის სამხრეთ რეგიონიდან ფრენების შეჩერებას შესთავაზებს

 

კვლევები და მოსალოდნელი შედეგი

 

როგორც მეცნიერები ამბობენ, ლაბორატორიული მეცნიერული კვლევები უფრო ნათელ სურათს მოგვცემს, თუმცა მათივე თქმით, ახალ ვარიანტზე პასუხები უფრო სწრაფად რეალურ სამყაროში ვირუსის მონიტორინგიდან გამომდინარე გამოჩნდება.

მედიკოსების განცხადებით, ჯერ კიდევ ნაადრევია მკაფიო დასკვნების გაკეთება, მაგრამ უკვე არის ნიშნები, რომლებიც შეშფოთებას იწვევს.

როგორც BBC წერს, კოვიდის ახალი ვარიანტის 77  დადასტურებული შემთხვევიდან, უმეტესობა სამხრეთ აფრიკის პროვინციიდან – გაუტენგიდან მოდის, ოთხი შემთხვევა ბოტსვანაში და ერთი ჰონგ-კონგში (რომელიც პირდაპირ კავშირშია სამხრეთ აფრიკიდან მოგზაურობასთან). თუმცა, არსებობს მინიშნებები, რომ ვარიანტი უფრო ფართოდ გავრცელდა.

როგორც ჩანს, ეს ვარიანტი იძლევა უცნაურ შედეგებს (ცნობილია როგორც S-გენის მიტოვება) სტანდარტულ ტესტებში და შეიძლება გამოყენებულ იყოს ამ ვარიანტის თვალყურის დევნებისთვის, სრული გენეტიკური ანალიზის გაკეთების გარეშე.

ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ გაუტენგში შემთხვევების 90% შეიძლება უკვე იყოს ეს ვარიანტი და ის „შეიძლება უკვე იყოს წარმოდგენილი სამხრეთ აფრიკის უმეტეს პროვინციაში,“ თუმცა როგორც მედიკოსები ამბობენ, ეს უტყუარად არ გვეუბნება, ვრცელდება თუ არა ის უფრო სწრაფად, ვიდრე „დელტა“, არის თუ არა უფრო მძიმე ან რამდენად შეუძლია მას თავი აარიდოს იმუნურ დაცვას, რომელიც ვაქცინაციაზე მოდის.

ახალი, B.1.1.529 ვარიანტი ასევე არ გვეუბნება, რამდენად სწრაფად გავრცელდება ეს ვარიანტი ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის ბევრად მაღალი მაჩვენებლებია, ვიდრე სამხრეთ აფრიკის 24%, რომელიც სრულად არის ვაქცინირებული, თუმცა კი ნათელია, რომ ამ ქვეყანაში ადამიანების დიდ რაოდენობას კოვიდი უკვე გადატანილი ჰქონდა.

ვერ არის საქმე კარგად, ახალი მუტანტი აღმოაჩინეს, რომელიც შესაძლოა, დელტაზე 10-ჯერ უფრო ძლიერი იყოს – გიორგი ფხაკაძე