LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეცხრე დღე: ვაჟებმა ერთნაირად მოიგეს

61

ბათუმში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადაზე დღეს მეცხრე ტურის პარტიები გაიმართა. ვაჟ მოჭადრაკეთა სამივე ნაკრებმა ერთნაირი ანგარიშით 2,5;1,5 იმარჯვა. პირველმა ნაკრებმა ბელარუსის, მეორემ ლატვიის, ხოლო მესამემ ალჟირის გუნდის დამარცხება შეძლო.

საქართველოს ქალთა პირველი ნაკრების წევრებმა მონღოლეთის გუნდის წარმომადგენლებს 3:1 მოუგეს. პირველ და მეოთხე დაფებზე პარტიები ნანა ძაგნიძემ და ბელა ხოტენაშვილმა მოიგეს, ლელა ჯავახიშვილმა და ნინო ბაციაშვილმა კი მეტოქეებთან ქულა გაიყვეს. მეორე ნაკრების წევრებმა ყაიმი 2:2 სერბეთის გუნდთან გააფორმეს, ხოლო მესამე ნაკრებმა ვიეტნამის გუნდთან 0,5:3,5 წააგო.

 

დღეს ბოლოს წინა, მეათე ტურის პარტიები გაიმართება. საქართველოს ქალთა პირველი ნაკრები – ჩეხეთის, მეორე – იტალიის, ხოლო მესამე გუნდი – ესტონეთის ნაკრების მეტოქე იქნება.

9 ტურის შემდეგ, საქართველოს ქალთა პირველი ნაკრები – 14 ქულით, სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა. 12 ქულით – 15-ე საფეხურზეა საქართველოს მეორე ნაკრები, ხოლო მესამე გუნდი – 11 ქულით 37-ე პოზიციაზეა.

რაც შეეხება ვაჟებს – საქართველოს პირველი და მეორე ნაკრების წევრებმა 12-12 ქულა მოაგროვეს და პირველი 20-ე, მეორე კი 25-ე ადგილზეა. მესამე ნაკრები 11 ქულით 52-ეა.

მეათე ტურში, საქართველოს პირველი გუნდი – ეგვიპტის, მეორე – არგენტინის, მესამე კი ირანის ნაკრების მეტოქეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები