LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mecedes-Benz-ის AMG სერიაში ახალი ავტომობილი გამოჩნდება

59

Mercedes-Benz-ის შვილობილი ტუნინგ ატელიე AMG აპირებს ახალი სპორტული ავტომობილი დაამზადოს. ის გახდება რიგით მეორე მოდელი, რომელიც Mercedes-AMG-ს სახელით იქნება წარმოდგენილი.

მოსალოდნელია, რომ ავტომობილის კონსტრუქციაში გამოყენებული იქნება კარბონისა და ალუმინის დეტალები, ხოლო კაპოტქვეშ V6 ტიპის ძრავი მოთავსდება. ასეთი ტიპის ავტომობილით გერმანელები ცდილობენ, რომ ჩვეულებრივი სერიული მოდელები ფორმულა 1-ის რბოლიდებს დაამსგავსონ.

”ჩვენ გვაქვს ჰიბრიდული ტიპის ძრავი, რომელიც საუკეთესოდ იყენებს ენერგეტიკულ ველს. ამიტომაც, ამ ტექნოლოგიის გამოყენება, სწორე ამ მოდელში გადავწყვიტეთ” – აცხადებს AMG-ს დირექტორი.

მოსალოდნელია, რომ ახალი სუპერქარი ერთ-ერთი საუკეთესო ავტომობილი იქნება, რაც კი AMG-ს ამ დრომდე დაუმზადებია. ამასთანავე, წლის ბოლომდე Mercedes-AMG კიდევ 9 ავტომობილის პრეზენტაციასაც გეგმავს. მათ შორის იქნება კროსოვერი Mercedes-AMG GLC 63  და AMG GT-ს კაბრიოლეტიც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები