LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეც გავიხდი: ევერტონის ტელეწამყვანმა გახდის პირობა დადო

78

„ევერტონის“ საკლუბო არხის წამყვანმა პირობა დადო, რომ ეთერს ბიკინებში წაიყვანს, თუ გუნდი პრემიერლიგას მოიგებს.
ახლა ყველანი „კანფეტებს“ ვქომაგობთ.

ჯენიფერ ჯუელი აპირებს გარი ლინეკერს მიბაძოს, რომელმაც „ლესტერის“ ჩემპიონობის შემთხვევაში გადაცემის საცვლების ამარა წაყვანა თქვა და სიტყვა შეასრულა კიდეც.

„პატიოსანი თამაშია გარი. თუ „ევერტონი“ ჩემპიონატს მოიგებს, გაისად პირველივე ფან-ზონაში ბიკინებით ვიქნები“, – დაწერა ჯენიფერმა ტვიტერში.

ჯუელი „ევერტონის“ სპეციალურ ფან-ზონაში ლივერპულელთა საშინაო მატჩების წინ წამყვანად მუშაობს.

ისე კი ეს თამამი და მომხიბვლელი ქალი პროფესიონალი მომღერალია. 2014 წელს მან თავისი პირველი ალბომი გამოუშვა.

დიდზე დიდი ალბათობით, ამ ქალს სიტყვის შესრულება არ მოუწევს, ამიტომ მის საცურაო კოსტუმიან ფოტოს ბარემ აქვე დავურთავთ, თორემ „ევერტონი“ ის გუნდი არ არის, ამ ქალს გაახდევინოს.

Clc-NHqVAAMq--H

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები