LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეათე ტური: სამი ყაიმი, სამი მოგება

67

ბათუმში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადაზე, ბოლოს წინა, მეათე ტურის პარტიები გაიმართა.

საქართველოს ქალთა პირველმა ნაკრებმა ჩეხეთის გუნდთან ყაიმით 2:2 ითამაშა. მეორე და მესამე ნაკრებებმა ერთნაირი ანგარიშით 2,5:1,5 იტალიისა და ესტონეთის გუნდები დაამარცხეს.

საქართველოს პირველი ნაკრები ბოლო ტურის წინ 15 ქულით მეექვსე ადგილზეა, 14 ქულა აქვს და მე-11 პოზიციაზეა საქართველოს მეორე ნაკრები, მესამე გუნდის წევრები კი 13 ქულით 29-ე ადგილზე არიან. ხვალ, ბოლო ტურში, საქართველოს ქალთა პირველი ნაკრები სომხეთის, მეორე ჩეხეთის ხოლო მესამე ირანის გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.

რაც შეეხება ვაჟებს. საქართველოს პირველი და მეორე გუნდის წევრებმა ეგვიპტის და არგენტინის ნაკრებებთან ყაიმით 2:2 ითამაშეს. საქართველოს მესამე ნაკრებმა ირანის გუნდს 2,5:1,5 მოუგო.

ბოლო, მე-11 ტურში, საქართველოს ვაჟთა პირველი ნაკრები ესპანეთის, მეორე ირანის, მესამე კი სინგაპურის მეტოქე იქნება.

ბოლო, მე-11 ტურის პარტიები 11:00 საათზე აიღებს სტარტს. ოლიმპიადის დახურვის საზეიმო ცერემონია კი ბათუმის მუსიკალურ ცენტრში 20:00 საათზე დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები