LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეათე ჯიმხანა: ბევრი ავტომობილი და ხუთი ლოკაცია (ვიდეო)

28

კომპანია Hoonigan-მა კენ ბლოკის ჯიმხანას ახალი, რიგით მეათე თიზერი გამოაქვეყნა. ვიდეოს პრემიერა 2018 წელს შედგება. ტიზერი YouTube-ზე Hoonigan-ის ოფიციალურ არხზე განტავსდა.

რგოლის აღწერაში ნათქვამია, რომ ვიდეოში რამდენიმე ავტომობილი მონაწილეობს, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც სპეციალურად ჯიმხანას მეათე სერიისთვის გააკეთეს. ვიდეო მთელს მსოფლიოში ხუთ ლოკაციაზე გადაიღეს.

პროექტის პარტნიორები შემდეგი კომპანიები არიან: Pennzoil, Forza, Ford, Toyo Tires, Monster Energy და Can-Am. ვიდეოს ბოლოს ბლოკი ამბობს, რომ იმედი აქვს მაყურებლებს მოეწონებათ, რადგან მსგავსი სცენარით მეტს აღარ გადაიღებს.

წინათ კენ ბლოკმა სერია Climbkhana-ს პირველი ვიდეო გამოაქვეყნა. მასში მრბოლელი და კასკადიორი 1 400 ცხენის ძალიან სრულ ამძრავიანი კუპე Hoonicorn-ით პაიკს პიკის მთაზე ადიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები