LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეამაყება, რომ თბილისში ეს საბაგირო აღდგება”: მთაწმინდა-რუსთაველის საბაგირო ერთი წლის ვადაში გაიხსნება

371
252350760-5139732706043288-7347406392338668875-n

თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსთაველი-მთაწმინდის საბაგირო გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. მისი თქმით, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და საბაგიროს მშენებლობა 2022 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

„დაახლოებით, ერთი თვეა, სამუშაოები მიმდინარეობს. მეამაყება, რომ თბილისში ეს საბაგირო აღდგება. ის შენობა-ნაგებობა, მიმღებ-გამშვები პუნქტი, რომელიც ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის  ძეგლის სტატუსს ატარებს, აღდგება, მოწესრიგდება, პირვანდელი სახე და ავთენტურობა მაქსიმალურად იქნება დაცული. ძალიან კარგი პროექტია და დარწმუნებული ვარ, დასრულების შემდეგ ბევრი თბილისელი და დედაქალაქის სტუმარი ისარგებლებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სამშენებლო-არქიტექტურული ნაწილი მოიცავს საბაგირო ხაზის ქვედა და ზედა სადგურის სრული რეაბილიტაციას და 5 ახალი ანძის ფუნდამენტის მოწყობას. აღნიშნულ სამუშაოებს  შეასრულებს სამშენებლო კომპანია „დაგი“, ხოლო საიჟინრო-ტექნოლოგიურ ნაწილზე პასუხისმგებელია ავსტრიული კომპანია Doppelmayr Seilbahnen GmbH.

რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზა საათში 1200 მგზავრს მოემსახურება. ხაზზე 21 გონდოლა იმოძრავებს, გზის დაფარვის საშუალო სიჩქარე 4,07 წუთი იქნება, ხოლო მარშრუტის სიგრძე – 845,55 მეტრი.

საბაგიროს ექსპლუატაციაში გაშვება დაგეგმილია 2022 წლის ბოლოსთვის და ის სამართავად  „მთაწმინდის პარკს“ გადაეცემა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები