ტელეწამყვანი სოფიო ხუნწარია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ გადაცემა „მე17 სართული“ მაყურებლისათვის კვლავ გავა ეთერში. სოფო ხუნწარია მადლობას უხდის „მე-17 სართულის“ გუნდს თანამშრომლობისთვის.
„#მე17სართული ამბები ჩვენი გარდაცვალების შესახებ ნაადრევია.
შაბათ კვირას დაგელოდებით ისევ 15:00 ზე და ისევ მე 17 სართულზე! მტკივნეულია ის რაც ხდება. არც არავინ შემოვიდეს ტექსტით, რომ ვინმე არ განიცდის ან კიდია ეს პროცესი. წინ რთული წელია და ვიბრძოლებთ ბოლომდე!
დიდი მადლობა მე 17 სართულის გუნდს. თქვენ ხართ ყველაზე კარგები და მაგრები, მადლობთ ამისთვის #ფორმულა #მე17სართული“, – ერს სოფიო ხუნწარია.
ცნობისათვის, ტელეკომპანია „ფორმულას“ განცხადებით, ტელეარხი თებერვლისა და მარტის განმავლობაში ფორმატს შეიცვლის და მიმდინარე სატელევიზიო სეზონზე მთლიანად გახდება საინფორმაციო-ანალიტიკური შინაარსის. ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ გადაწყვეტილების პარალელურად უწევთ რეორგანიზაცია – იხურება გასართობი გადაცემები, ასევე, ათავისუფლებენ თანამშრომლებს.
#მე17სართული ამბები ჩვენი გარდაცვალების შესახებ ნაადრევია.
შაბათ კვირას დაგელოდებით ისევ 15:00 ზე და ისევ მე 17…Posted by Sophio Khuntsaria on Wednesday, January 31, 2024