LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე წარმოვადგენ ქვეყანას, სადაც ამ ქვეყნის უმრავლესობას სურს, რომ ევროპული ოჯახის წევრნი იყვნენ… რა იქნება ახლა? – ქეთი ქარდავას ემოციური შეკითხვა ევროკომისიის პრეზიდენტს და ლაიენის პასუხი

35781
საქართველოს შემოსავალი სატრანსპორტო მომსახურებიდან 2022 წელს (73)

რას ეტყვით ქართველებს მათი ევროპული მომავლის შესახებ?,-  ასე მიმართა ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დენ ლაიენს, ჟურნალისტმა ქეთი ქარდავამ, მას შემდეგ რაც სამი ქვეყნის საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას შესახებ ევროკომისიის რეკომენდაცია გამოაცხადა.

„ძალიან ემოციური დღეა ყოველი ჩვენგანისთვის, მე წარმოვადგენ ქვეყანას, სადაც როგორც თქვენ იცით, ამ ქვეყნის უმრავლესობას ამ ორგანიზაციასთან ყოფნა სურს. სურთ, რომ ევროპული ოჯახის წევრნი იყვნენ, ვიმედოვნებთ, რომ ეს დღე მალე დადგება და არა გვიან.

მიენიჭოს უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი – ევროკომისიის რეკომენდაცია ცნობილია

შეგიძლიათ, მითხრათ რა დროის ჩარჩოების შესახებ რამე საქართველოსთან დაკავშირებით? არის რამე დროში გარკვეული განსაზღვრული? რა დროში უნდა დააკმაყოფილოს საქართველომ ეს კრიტერიუმები? რა არის ქალბატონო პრეზიდენტო თქვენი გზავნილი საქართველოსთვის, რომლებიც ამ წუთებში ძალიან ყურადღებით გისმენენ. რას ეტყვით მათ მათი ევროპული მომავლის შესახებ?”, – მიმართა ქარდავამ.

ევროკომისია საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას მხარს ამ ეტაპზე არ უჭერს – “წევრობის საკითხს პირობების შესრულების შემდეგ დავუბრუნდებით“

პასუხად ურსულა ფონ დენ ლაიენმა თქვა:

„პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ეს არის წინ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯი, ევროპის კარი ფართოდ არის  საქართველოსთვის გაღებული. ეს უკვე საქართველოზეა დამოკიდებული, რომ მთელი ქვეყანა შეიკრას მთელი თავისი პოლიტიკური სპექტრით და გააქტიურდეთ. ეს თავის მხრივ განსაზღვრავს, თუ რა დროში დადგება შედეგი.

რაც უფრო მალე გააკეთებს ქვეყანა ამას, მით უფრო მალე დააკმაყოფილებს ამ სტატუსს და მიიღებს. საქართველოზეა დამაკიდებული, რომ სწრაფად მოახდინოს რაღაც პროცესების განვითარება“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები