მომღერალ ლელა წურწუმიას ახალ კლიპს, რომლის რეჟისორი ზაზა ორაშვილია, უკვე მოჰყვა არაერთი აღფრთოვანებული გამოხმაურება გულშემატკივრების მხრიდან.
იყო კომენტარები, სადაც აღნიშნული იყო, რომ ლელას ფოტოებს ფოტოშოპის კვალი ეტყობოდა.
მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი ლელა წურწუმიას ახალ კლიპზე სოციალურ ქსელში წერს.
„მე ვნახულობ ლელას ცხოვრებაში ხშირად და მაგ კლიპში რაც არის, ცხოვრებაში ბევრად ლამაზია, მეიქაფით და მეიქაფის გარეშეც! “. – წერს სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში.
სტეფანეს უამრავი მისი ფეისბუკ მეგობარი ეთანხმება.