ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველმა დირექტორმა, მიხაელ ზიბერტმა “ალტ-ინფოს” წარმომადგენლების მიერ პარლამენტთან ევროკავშირის დროშის დაწვასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, კარგი სანახავი არ არის, მაგრამ განცალკევებული ინციდენტია.
“ბოლო ერთი კვირის, ათი დღის განმავლობაში პირადად მე ბევრი ვიდეო ვნახე, სადაც ევროპულ დროშებს ისეთ მომენტებში იქნევდნენ, რომლებიც დიდი გამბედაობას მოითხოვდა. ვნახე ქალი, რომელიც წყლის ჭავლის წინააღმდეგ იქნევდა დროშას, ამიტომ ესაა სურათი, რომელიც ჩემს თავში რჩება”, – თქვა ზიბერტმა.
ცნობისთვის, „ალტ – ინფოს“ წარმომადგენლებმა ჯერ მსვლელობა გამართეს, შემდეგ კი საკანონმდებლო ორგანოს წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს და დაწვეს.
შსს: „მოხდება სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება“
ამავე თემაზე:
ხუნდაძე: ვგმობ საქართველოს პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის განადგურებას